როგორ ვუპასუხოთ ქმრის კრიტიკას

ქმარი ხშირად გაკრიტიკებთ, არ მოსწონს როგორ საუბრობთ, ეწევით, ზედმეტი წონა გაქვთ… სპეციალისტთა რჩევები დაგეხმარებათ, ამ სიტუაციას გაუმკლავდეთ.

საქმე ისაა, რომ შესაძლებელია ასეთი სიტუაცია მიანიშნებს თქვენი ურთიერთობის გადახედვის აუცილებლობაზე. საჭიროა დაფიქრება, მომავალში როგორ ააგოთ ურთიერთობა.

გამოდის, ისეთი, როგორიც სინამდვილეში ხართ, მას არ აწყობს. ეს იწვევს იმას, რომ თქვენი თავდაჯერებულობა ქვეითდება, თავს ნაკლებად უსმენთ, თქვენ შეგრძნებებს იგნორირებას უკეთებთ, შინაგან ორიენტირებას კარგავთ, რაც ძალიან ცუდია.

დაფიქრდით, ქმრის შენიშვნებში რაციონალური მარცვალი არის? საკუთარ კრიტიკაზე თვალების დახუჭვა არ ღირს. კრიტიკა შეიძლება გამოიყენოთ საკუთარი ზრდისა და სწავლისთვის. ეცადეთ, თავად განსაზღვროთ, რომელი შენიშვნა მიიღოთ და რომელი – არა. გაიხსენეთ თქვენი ღირსებები და პრიორიტეტები.

არსებობს მოსაზრება, რომ არც კრიტიკა და არც დაცინვა თავისთავად საწყენი არაა. მნიშვნელობა აქვს მათ მიმართ ჩვენს დამოკიდებულებას. კრიტიკა მაშინ გვწყინს, თუ საკუთარ თავში, საკუთარ პოზიციაში დარწმუნებული არ ვართ.

სიტუაციას ქმრის მხრიდან შეხედეთ, შესაძლებელია შინაგან დაძაბულობას, ნეგატივს გრძნობს. შეიძლება სამუშაოზე უსიამოვნებები აქვს ან ჯანმრთელობა გაუუარესდა. იქნებ კრიზისულ პერიოდს განიცდის? მაშინ გასაგებია, რომ ნეგატიურო განცდებს გარშემომყოფებზე, თქვენზე აფრქვევს. გულღიად ესაუბრეთ, ეცადეთ, მხარი დაუჭიროთ, სიტუაციის სიმწვავის განელებაში დაეხმაროთ.

ჟურნალ “სარკისთვის” მოამზადა აზა გაგოშიძემ

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018