სოჭში ქალაქის დღე გიგანტური აჭარული ხაჭაპურით აღნიშნეს

18 ნოემბერს სოჭში ქალაქის დღე აღნიშნეს და ღონისძიება გიგანტური ხაჭაპურის მომზადებით იზეიმეს.

ხაჭაპური რუსეთის რეკორდების წიგნში შევიდა – ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება. თუმცა, რუსული მედია არაფერს წერს იმაზე, თუ რატომ გადაწყვიტეს ქართული ნაციონალური კერძის მომზადება რუსეთის ზღვისპირა კურორტზე და თანაც მისი შეტანა რუსეთის რეკორდების წიგნში.
აჭარული ხაჭაპურის დეგუსტაცია ქალაქის საზეიმო ღონისძიებების მთავარ მოვლენად იქცა. როგორც РИА Новости წერს, გიგანტური ხაჭაპური თითქმის 38 კილოგრამს იწონიდა, მისი სიგრძე – 230 სანტიმეტრი იყო, სიგანე – 130 სმ.

“ტექნოლოგებმა და მზარეულებმა ხაჭაპურის მზადება დილის 06:00 საათიდან დაიწყეს. მოსამზადებლად 12 კგ ფქვილი, 16 კგ ყველი, 100 კვერცხი და სხვა ინგრედიენტები გამოიყენეს. პროცესში 10 ადამიანი იყო ჩართული და მათი მიღწევა რუსეთის რეკორდების წიგნში შევა”, – აღნიშნავენ სოჭის მუნიციპალიტეტში.ხაჭაპურის პრეზენტაციის შემდეგ, მზარეულებმა კერძი დაჭრეს და ღონისძიებაზე შეკრებილ სოჭელებს გაუმასპინძლდნენ.

ამბები.გე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018