ქაცვი – ყველა დაავადების მკურნალი

ქაცვზე უფრო ძვირფასი პროდუქტი ჯანმრთელობისთვის არ არსებობს. ეს კენკრა განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, არტერიული წნევის ხტუნვა და პირის ღრუში ანთებითი პროცესები აწუხებს. ქაცვი კურნავს თირკმლებსა და ღვიძლს, სისხლში ქოლესტერინის დონეს აქვეითებს, კიბოს აღმოცენებას აბრკოლებს. ყველაზე საოცარი ისაა, რომ კენკრა სამკურნალო თვისებებს თერმული დამუშავებისა და გაყინვის დროსაც კი ინარჩუნებს. 2 ს.კ. კენკრა ვიტამინებისა და სასარგებლო ნივთიერებების დღიურ დოზას შეიცავს.

სამკურნალო ზეთი

განსაკუთრებით ფასდაუდებელია ქაცვის ზეთი, რომელიც ანთებას აქრობს, ჭრილობებს აშუშებს, შეუცვლელია დამწვრობის, კუჭის წყლულის, გინეკოლოგიური და ბევრი სხვა დაავადების დროს.

გაგაცნობთ რამდენიმე რეცეპტს ქაცვის ზეთის გამოყენებით.

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული. 1 ჩაის კოვზი ზეთი დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ. კურსი – 1 თვე.

ცუდი მხედველობა. 1 ჩაის კოვზი ზეთი დღეში 7-ჯერ დალიეთ. კურსი – 3 კვირა.

წვენი, როგორც წამალი

ქაცვის წვენი ორგანიზმს აახალგაზრდავებს, ინფექციების მიმართ ამტანობას ამაღლებს, ძალას სწრაფად აღადგენს, შლაკები, რადიონუკლეიდები და ტოქსინები გამოაქვს.

რევმატიზმი, წყლული. 0,5 ჭიქა წვენი და ამდენივე რძე აურიეთ, 1 სუფრის კოვზი თაფლი დაუმატეთ. დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე დალიეთ.

ძალის გამოლევა და გადაღლა. 3 ჭიქა წვენი და 0,5 ჭიქა პიტნის ნახარში აურიეთ, 50 გრამი თაფლი დაუმატეთ და 1 ჭიქა ცხელი წყლით გააზავეთ. მაცივარში 2 საათი დადგით. 1/4 ჭიქა ჭამამდე 30 წუთით ადრე მიიღეთ.

კომპრესები

სახსრებში ტიკივლის, ართროზის, ართრიტის დროს დაგეხმარებათ კენკრის კომპრესები.

ძილის წინ 10 გრამი კენკრა დასრისეთ, მარლაზე მოათავსეთ, მტკივნეულ სახსარზე დაიდეთ და შარფით შეიხვიეთ. დილით კომპრესი მოიხსენით, სახსარი პირსახოცით გაიწმინდეთ. კურსი 2-3 კვირა ყოველდღიურად.

გრიპის საწინააღმდეგო ნაყენი

20 გრამ კენკრას 0,5 ლ არაყი დაასხთი და ერთი დღე-ღამე დადგით. 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე მიიღეთ.

უკუჩვენება: შარდკენჭოვანი დაავადება, მწვავე ქოლეცისტიტი, მაღალი მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტი, მწვავე პანკრეატიტი.

ჟურნალ “სარკისთვის” მოამზადა აზა გაგოშიძემ

გააზიარე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018