,,შენ დედა გადაარჩინე… აუცილებლად მოვუყვები ჯორჯს შენზე” – პრინცი უილიამის ემოციური საუბარი 5 წლის გოგოსთან, რომელმაც დედა გადაარჩინა

“მე აუცილებლად მოვუყვები ჯორჯს შენს საქციელზე, შენ ძალიან ყოჩაღად მოიქეცი, დიდივით”- მიმართა პატარა გოგონას პრინცმა უილიამმა.

5 წლის სუზი მაკკეშიმ დედა გადაარჩინა. როდესაც დედამ გონება დაკარგა, მან სასწრაფო დახმარება გამოიძახა. ამ საქციელის გამო მან „ბრიტანეთის სიამაყის“ ჯილდო მიიღო.

პრინცი უილიამი: შენ მართლა გადაარჩინე დედა?
სუზი: დიახ.
პრინცი უილიამი: როგორ გააკეთე ეს?
სუზი: თავში მომივიდა (სასწრაფოს გამოძახება) და ჩემ თავს ვუთხარი „ როგორ დავრეკო?“ ავიღე ტელეფონი და ავკრიფე 999 (სამაშველო სამსახური ბრიტანეთში)

პრინცი უილიამი: დაუჯერებელია, შენ დედა გადაარჩინე და ახლა ის უკეთაა.
სუზი: დიახ
პრინცი უილიამი: ყველაზე მთავარი ესაა.

სუზი:ეს გასულ წელს იყო, მე ოთხი წლის ვიყავი
პრინცი უილიამი: მე ვიცი. ჩემი შვილი ჯორჯიც 4 წლისაა და არ ვიცი, ის როგორ მოიქცეოდა, შენ სწორად მოიქეცი, ისე, როგორც უნდა მოქცეულიყავი. მე შენი კაბაც მომწონს, დღეს ძალიან ლამაზი ხარ, ჩემს შარლოტას ძალიან მოეწონებოდა შენი კაბა.

პრინცი უილიამის თქმით, პატარა სუზის ამბის შემდეგ მან გადაწყვიტა, რომ ტელეფონის გამოყენება პრინც ჯორჯსაც ასწავლოს.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018