ბათუმის სასტუმრო “ლეოგრანდში” ხანძარმა 4 ადამიანი იმსხვერპლა

ბათუმის სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძარმა 4 ადამიანი იმსხვერპლაბათუმში, სასტუმრო ”ლეოგრანდში” ხანძრის შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას, ბათუმის მერია ადასტურებს. ამ დროისთვის მიმდინარეობს ხალხის ევაკუაცია და გარდაცვლილების გადმოსვენება.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 10-მდე ადამიანი.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება. ხანძრის მიზეზები უცნობია.

ფოტო: batumelebi.ge