ბარსელონა მესუტ ოზილის ყიდვას აპირებს

ბარსელონა მესუტ ოზილის ყიდვას აპირებსბარსელონამ იანვარში შესაძლოა არსენალის გერმანელი ნახევარმცველი მესუტ ოზილი იყიდოს. ოზილს უკვე დიდიხანია არსენალიდან წასვლა სურს, მაგრამ ჯერჯერობით მისი სხვა გუნდში გადასვლა არ ხერხდება.

ბარსელონა მზად არის ოზილის ტრანსფერში 20 მილიონი ევრო გადაიხადოს, თუმცა ამ თანხაზე არსენალი სავარაუდოდ უარს იტყვის და კატალონიელებს მოუწევთ ჯიბეზე ხელის გაკვრა.

შეგახსენებთ რომ ოზილი წლების მანძილზე ბარსელონას მთავარი მეტოქის მადრიდის რეალის ფეხბურთელი იყო.