გაბრიელ სალოსის გამზირზე უცხოელ ტერორისტებს იჭერენ? – მიმდინარეობს სპეცოპერაცია

გაბრიელ სალოსის გამზირზე უცხოელ ტერორისტებს იჭერენ? - მიმდინარეობს სპეცოპერაციაგაბრიელ სალოსის გამზირზე, 160 ნომერში პოლიციის მრავალრიცხოვანი ჯგუფებია მობილიზებული. ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, სამართალდამცველებს პერიმეტრზე პოლიციის ლენტი აქვთ შემოვლებული და ტერიტორიაზე არავის უშვებენ. შესავლის უფლებას არც ადგილობრივებს აძლევენ.
რუსთავი2-ის ინფორმაციით, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ეტაპზე არ ადასტურებს, მიმდინარეობს ტერორიზმთან კავშირში მყოფი რამდენიმე, სავარაუდოდ უცხოელის დაკავების ოპერაცია.