“გოგა ონიანი ისეთივე პოლიტპატიმარია, როგორც თქვენ ნაპოლეონი” – ნუკრი ქანთარია სერგო რატიანს

"გოგა ონიანი ისეთივე პოლიტპატიმარია, როგორც თქვენ ნაპოლეონი" - ნუკრი ქანთარია სერგო რატიანსპარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ევროპული საქართველოს” წევრმა სერგო რატიანმა გოგა ონიანს პოლიტპატიმარი უწოდა, ამ განცხადებას კი უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ უპასუხა.

– გოგა ონიანი ისეთივე პოლიტპატიმარია, როგორც თქვენ ნაპოლეონი. მიკვირდა, ისე ჩაივლის დღევანდელი განცხადებები, რომ ბიძინა ივანიშვილს არ ახსენებენ მეთქი და როგორც იქნა მაინც ახსენეს და კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ბიძინას გარეშე მზე არ სუფევს მათთვის ცის კამარაზე. რამდენიც არ უნდა იძახოთ ამ კაცის სახელი, მისი არც ჭკუა მოგემატებათ, არც შესაძლებლობები. ასე რომ, დაუკვირდით ამასაც, – განაცხადა ქანთარიამ.