გორის სტადიონზე პოლიციაა მობილიზებული

გორის სტადიონზე პოლიციაა მობილიზებულისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დღეს, 17 საათზე გორში საერთაშორისო ამხანაგურ მატჩს კვიპროსთან გამართავს.

„ნიუპოსტის“ კორესპონდენტის ცნობით, სტადიონზე გულშემატკივარი უკვე იკრიბება. სტადიონზე შეინიშნება სამართალდამცველთა მობილიზებაც. როგორც ცნობილია, ვლადიმირ ვაისის მიერ დასახელებული 24 ფეხბურთელს შორის არის გურამ კაშიაც, რომლის სამკლავურმა ლგბტ თემის მხარდასაჭერად, საქართველოში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

გორში მატჩს დაესწრებიან ქართული მარშის წევრები, რომლებიც კაშიას ნაკრებიდან წასვლას მოითხოვენ.