გურამ კაშია – ამდენი ზიზღი არასდროს მიგრძვნია

გურამ კაშია - ამდენი ზიზღი არასდროს მიგრძვნია„ვიტესის“ კაპიტანმა და საქართველოს ნაკრების მცველმა, გურამ კაშიამ ჰოლანდიურ ინტერნეტ გამოცემა voetbalprimeur.nl-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც გახმაურებული თემის – ლგბტ პირთა მხარდასაჭერ სამკლავურთან დაკავშირებითაც ისაუბრა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

– ეს ძალიან რთული სიტუაცია იყო. სიძულვილი, ზიზღი, შეურაცხმყოფელი სიტყვები -ამგვარი დამოკიდებულება ქართველი ხალხის მხრიდან არასოდეს მინახავს. არადა, აქამდე თითქოს ჩემს ქვეყანაში ფავორიტი ვიყავი და ყველას ვუყვარდი, მაგრამ ამ ამბის შემდეგ, ბევრი რამ სხვანაირად გამოჩნდა. მედლის მეორე მხარი დავინახე და სრულიად განსხვავებულ სამყაროში აღმოვჩნდი.

ბევრი კრიტიკული და შეურაცხმყოფელი შეტყობინება მოდიოდა, მაგრამ მასზე ორჯერ მეტი იყო მხარდამჭერი წერილები, რისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ. თუმცა, უარყოფითი სიტყვები ძალიან ცუდად მოქმედებს და დიდი ხანი არ გშორდება. ისევეა, როგორც ფეხბურთში: მწვრთნელის ათი კომპლიმენტი კარგია, მაგრამ ერთჯერადი კრიტიკა განწყობას განსაზღვრავს, – განაცხადა კაშიამ voetbalprimeur.nl-სთან კომენტარში.

ფეხბურთელმა გურამ კაშიამ ლგბტ პირთა მხარდამჭერი სამკლაურით 16 ოქტომბერს იასპარეზა, რის გამოც გულშემატკივრების ნაწილის კრიტიკა დაიმსახურა. ფეხბურთელმა მათ კრიტიკას უპასუხა. მოგვიანებით, კი სამკლაურის გაკეთების მიზეზი კიდევ ერთხელგანმარტა.

გურამ კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადეს ფეხბურთის ფედერაციამ, ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ, კოლეგებმა და სპორტულმა ჟურნალისტებმა.

გურამ კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც.

ფეხბურთელის წინააღმდეგ 31 ოქტომბერს ფეხბურთის ფედერაციასთან ქართულმა მარშმა საპროტესტო აქცია გამართა, რომელზეც მარშის წევრები პოლიციას დაუპირისპირდნენ.

იმედინიუსი