დიდი სკანდალი ბორჯომში – საკრებულოს თავმჯდომარედ ”პატრიოტთა ალიანსის” წევრი ზაზა ჩაჩანიძე აირჩიეს. ”ოცნება” მას არ ცნობს

დიდი სკანდალი ბორჯომში - საკრებულოს თავმჯდომარედ ”პატრიოტთა ალიანსის” წევრი ზაზა ჩაჩანიძე აირჩიეს. ”ოცნება” მას არ ცნობსბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე დეპუტატებმა 15 ხმით „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ზაზა ჩაჩანიძე აირჩიეს.
ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობა არ მიუღიათ მმართველი პარტიის წარმომადგენლებს.

უმრავლესობა შედეგებს არალეგიტიმურს უწოდებს.
საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ორი კანდიდატი იყო დასახელებული. დეპუტატებს არჩევანის გაკეთება „პატრიოტთა ალიანსის“ წევრ ზაზა ჩაჩანიძესა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ვახტანგ ქვათაძეს შორის უწევდათ.

ინტერპრესნიუსი