ზიმბაბვეს პარლამენტმა რობერტ მუგაბე გადააყენა – ”მას 24 საათი აქვს”

ზიმბაბვეს პარლამენტმა რობერტ მუგაბე გადააყენა - ”მას 24 საათი აქვს”ზიმბაბვეს მმართველი პარტიის ZANU-PF ცნობით, ზიმბაბვეს პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტის რობერტ მუგაბეს იმპიჩმენტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

– მას აქვს 24 საათი, რათა გადადგეს და უფლებამოსილება მოიხსნას, – აცხადებენ მმართველ პარტიაში.

ZANU-PF-მ (ზიმბაბვეს აფრიკული ნაციონალური კავშირი – პატრიოტული ფრონტი) რობერტ მუგაბეს იმპიჩმენტის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პრეზიდენტმა საკუთარი ნებით გადადგომის თაობაზე უარი განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ რობერტ მუგაბე 1981-1987 წლებში ზიმბაბვეს პრემიერ-მინისტრი იყო, ხოლო 1987 წლიდან ქვეყნის პრეზიდენტია. ამავე დროს, იგი 2017 წლის 19 ნოემბრამდე ZANU-PF-ის ლიდერი იყო.