თამარ ჩერგოლეიშვილი – “მუცელში ქალები არ უნდა მოკლან, რადგან ქალები ადამიანები არიან”

თამარ ჩერგოლეიშვილი - "მუცელში ქალები არ უნდა მოკლან, რადგან ქალები ადამიანები არიან"თამარ ჩერგოლეიშვილმა აბორტის შესახებ ფეისბუქზე ასეთი რამ დაწერა:

“ჩასახვის მომენტიდან ადამიანი არის ადამიანი. დიახ, ადამიანი ისახება და როცა ისახება, არის განვითარების საწყის საფეხურზე მყოფი ადამიანი.

ადამიანის მკვლელობა, მითუმეტეს იმიტომ რომ ის ქალია, არასასურველი სქესია, არის ღორობა – მე თავად მყავს ნანახი ეგეთი ქალი, ქმარი 16 კვირის ორსულს აბორტს აკეთებინებდა – მესამე გოგოაო. თავადაც იკეთებდა – ცხვარივით. მძიმე იყო.

და ეს არის ძალიან ძლიერი პოზიცია, იმიტომ რომ ლოგიკურია, გამართულია, თანმიმდევრულია, სწორია!

ხოლო, ერთი მხრივ იმაზე ლაპარაკი, რომ ჩანასახი მხოლოდ უჯრედების გროვაა, ქალის სხეულის ნაწილია და ა. შ. და მეორე მხრივ იმაზე შფოთვა რომ მუცლადმყოფი ქალების მასობრივი მკვლელობა ხდება, არის ყოველგვარ თანმიმდევრულობას მოკლებული.

თუ უჯრედების გროვაა რა ქალზე ვლაპარაკობთ მაშინ? რა მნიშვნელობა აქვს მაშინ?

მე არ ვთვლი რომ აბორტი უნდა აიკრძალოს. რთული თემაა და სამარცხვინოდ დაბნეული ვარ, მაგრამ თანმიმდევრული და სწორი არის მხოლოდ ის, რაც თავში დავწერე.

იმისთვის რომ ადამიანებს გააგებინო, რომ მუცელში ქალები არ უნდა მოკლან, პირველ რიგში მათ უნდა გაიგონ, რომ ქალები ადამიანები არიან.”