თბილისის აეროპორტში მგზავრთა ევაკუაციის შედეგად 3 რეისი შეფერხდა

თბილისის აეროპორტში მგზავრთა ევაკუაციის შედეგად 3 რეისი შეფერხდათბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ევაკუაციის შედეგად 3 რეისი შეფერხდა.
აეროპორტის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, შეფერხდა რეისები თბილისი-ასტანის, თბილისი-თელავივის და თბილისი-თეირანის მიმართულებით. მათივე ცნობით, აეროპორტს რეისების მიღებასთან დაკავშირებით პრობლემები არ შექმნია.
ამ წუთებში აეროპორტში რეისი დაგვიანებით უკვე განახორციელა თბილისი-ასტანას რეისმა. დაგვიანებით რეგისტრაციას გადიან თბილისი-თელავივი და თბილისი- თეირანის მგზავრები.

ინტერპრესნიუსი