თბილისის სპეცოპერაციის გაგრძელება ავსტრიაში – საგამოძიებო მოქმედებები ტარდება იქ, სადაც ჩატაევი და ბინის მეპატრონე ცხოვრობდნენ

თბილისის სპეცოპერაციის გაგრძელება ავსტრიაში - საგამოძიებო მოქმედებები ტარდება იქ, სადაც ჩატაევი და ბინის მეპატრონე ცხოვრობდნენგაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში განვითარებული მოვლენების მასშტაბი საქართველოს ფარგლებს სცდება. აღნიშნული დღეს განცხადებით დაადასტურა შინაგან საქმეთა მინისტრმა და ისნის რაიონში მომხდარი შეაიარაღებული დაპირისპირება საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტად შეაფასა:

„გამოძიება მიმდინარეობს სხვა ქვეყნებშიც, ყველას კარგად გვესმის რომ საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან და მიმდინარეობს გამოძიება.“- განაცხადა გახარიამ. თუმცა კონკრეტულად არ დაუსახელებია ქვეყნები, სადაც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ნიშანდობლივია, რომ ავსტრიამ „გაბრიელ სალოსის ქუჩის სპეცოპერაციის“ საქმეში რამდენჯერმე გაიჟღერა, სწორედ ავსტრიაში ცხოვრობს სპეცოპერაციის სამიზნე ბინის მეპატრონე, ასევე ავსტრიაში ცხოვრობდა ცნობილი ჩეჩენი საველე მეთაური აჰმედ ჩატაევიც, რომელთან დაკავშირებითაც ვრცელდება ვერსია, რომ სწორედ ის იყო ერთ-ერთი პირი, რომლის ლიკვიდაციაც სპეცრაზმმა მოახდინა.

ერთ-ერთი ვერსიით შესაბამისმა უწყებებმა სამართლებრივი დახმარებისა და თანამშრომლობის მიზნით ავსტრიულ მხარეს მიმართეს და ისინი აწარმოებენ ძიებას ტერორიზმთან კავშირში მყოფი სხვა პირების დადგენისა და იდენტიფიცირების მიზნით.

ნიუპოსტი