”თეა წულუკიანი აზიანებს საქართველოს ხელისუფლებას” – უჩა ნანუაშვილი იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ

”თეა წულუკიანი აზიანებს საქართველოს ხელისუფლებას” - უჩა ნანუაშვილი იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგუჩა ნანუაშვილი თვლის, რომ იუსტიციის მინისტრის განცხადებები საქართველოს ხელისუფლებას და მის იმიჯს აზიანებს.

საქმე ეხება თეა წულუკიანის განცხადებას, რომლის მიხედვითაც მინისტრმა ომბუდსმენს “ყველაზე უსამართლო სახალხო დამცველი” უწოდა.

– მსგავსი განცხადებები და მისი ეს განცხადება, პირველ რიგში, აზიანებს საქართველოს ხელისუფლებას და ამ ხელისუფლების იმიჯს, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოების თვალში. ეს ალბათ უკავშირდება იმ კონკრეტულ დარღვევებს, რომელზეც სახალხო დამცველი წლების განმავლობაში ამახვილებს ყურადღებას. სახალხო დამცველი არ ხუჭავს თვალს სერიოზულ და სისტემურ დარღვევებზე, მათ შორის იმ მიმართულებით, რომელსაც ქალბატონი წარმოადგენს, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

ნიუპოსტი