თემქაზე 2 მანქანა ერთმანეთს შეეჯახა – 3 ადამიანი დაშავდა

თემქაზე 2 მანქანა ერთმანეთს შეეჯახა - 3 ადამიანი დაშავდათბილისში, თემქის მე-11 მიკრო რაიონში მომხდარ ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა. ერთ-ერთთ ავტომობილში მცირეწლოვანი ბავშვები ისხდნენ.
თვითმხილველთა თქმით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, ერთ-ერთი კი ამოტრიალდა.

მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

ნიუპოსტი