“თვითმკვლელობას გამოვრიცხავთ”- რა გახდა ბათუმში 24 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი?

"თვითმკვლელობას გამოვრიცხავთ"- რა გახდა ბათუმში 24 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი?ბათუმში ე.წ ბენზეს დასახლებაში, 24 წლის ქალის გარდაცვალების საქმეს შს სამინისტრო თვითმკვლელობის მუხლით სწავლობს, თუმცა ამ ვერსიას გამორიცხავენ მეზობლები.
მათი განცხადებით, გოგონა სახლში მამიდასთან ერთად ცხოვრობდა, თუმცა ბოლო დღეები მარტო იყო.
მეზობლები ყვებიან, რომ გარდაცვლილის საცხოვრებლიდან მეზობლის ბინაში წყალი ჩავიდა, რის შემდეგაც მეზობლებმა გოგონასთან დარეკეს და კარებზეც დაუკაკუნეს. მან არც ტელეფონის ზარებს უპასუხა და არც კარი გააღო, რის გამოც სამაშველო სამსახური გამოიძახეს. სამაშველოს წარმომადგენლებს გოგონა გარდაცვლილი დახვდათ.
– თვითმკვლელობის ვერსიის არ გვჯერა, გამორიცხულია ეს გოგო თავს არ მოიკლავდა- ამბობს მეზობელი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის” კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ნიუპოსტი