„ინტერტრანსის” ოფისიდან 30 ათასი ლარი მოიპარეს

„ინტერტრანსის'' ოფისიდან 30 ათასი ლარი მოიპარესრუსთავში კომპანია ,,ინტერტრანსის” ოფისი გაქურდეს.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში კომპანიის წარმომადგენელმა სოფო ცერცვაძემ განაცხადა, ოფისის სალაროდან 30 ათასი ლარის ოდენობის თანხაა წაღებული.
– ქურდობა სავარაუდოდ გვიან ღამით მოხდა. ადგილზე გამოძახებული იყვნენ სამართალდამცავები და ექსპერ-კრიმინალისტების ჯგუფი, – აღნიშნა სოფო ცერცვაძემ.

მისივე თქმით, ოფისიდან მხოლოდ თანხაა წაღებული.
როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 177-ე მუხლითაა აღძრული და მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.

ინტერპრესნიუსი