კადიროვი – “სტალინის ნეშტი საქართველოს უნდა გადავცეთ, რათა რუსეთის მოსახლეობამ თავისუფლად ამოისუნთქონ”

კადიროვი - "სტალინის ნეშტი საქართველოს უნდა გადავცეთ, რათა რუსეთის მოსახლეობამ თავისუფლად ამოისუნთქონ"ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ კრემლის კედელთან დასაფლავებული იოსებ სტალინის ნეშტი საქართველოში უნდა გადაიტანონ, ”რათა რუსეთის მილიონობით მცხოვრებმა თავისუფლად ამოისუნთქოს”.
ამის შესახებ რამზან კადიროვმა სააგენტო „ინტერფაქსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
– რაც შეეხება სტალინის ნეშტს, კეთილი ნება უნდა გამოვიჩინოთ და საქართველოს გადავცეთ ის, რათა მის სამშობლოში დაასაფლავონ, – აღნიშნა კადიროვმა.
მისი თქმით, ვინაიდან საქართველო ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკაა, „ლოგიკური და სამართლიანი იქნება თუ საქართველო შესაძლებლობას მიიღებს, ის თავის ტერიტორიაზე დაასაფლავოს“.

ინტერპრესნიუსი