კახა კალაძე – “ირაკლი ხმალაძე მერიაში პირბადით დადის”

კახა კალაძე - "ირაკლი ხმალაძე მერიაში პირბადით დადის"გუშინდელი აქცია ძალიან კრეატიული იყო, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე ე.წ. პირბადეების აქციას. მისი განცხადებით, თბილისის მერიაში პირველადი ინფორმაცია შევიდა, რომ დაზიანებული იყო ძეგლები და ამის გათვალისწინებით, ვიცე-მერის რეაქცია ნორმალური იყო.
მისივე თქმით, აღნიშნული მიმართულებით, ქალაქში პრობლემები არსებობს, თუმცა ის პროექტები, რომელიც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს, ქალაქში არსებულ მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
– გუშინდელი აქცია ძალიან კრეატიული იყო, თუმცა, პირველადი ინფორმაცია, რაც მერიაში შემოვიდა, იყო ის, თითქოს ძეგლები დაზიანებული იყო, საღებავი გადასხმული და ა.შ. ამის გათვალისწინებით, ვიცე-მერის პირველადი რეაქცია ნორმალური იყო. მას შემდეგ, რაც ყველაფერი გაირკვა, ვფიქრობ, რომ აქცია საინტერესო და კრეატიული იყო. სხვათა შორის, ირაკლი ხმალაძე მეორე დღეა პირბადით დადის მერიაში, – განაცხადა კახა კალაძემ.