კონსტანტინე მელაძე – “სააკაშვილმა ქვეყანა ააშენა, სასწაული შეძლო და ახლა ამის წაშლას ბევრი ცდილობს”

კონსტანტინე მელაძე - "სააკაშვილმა ქვეყანა ააშენა, სასწაული შეძლო და ახლა ამის წაშლას ბევრი ცდილობს"რუსეთში მცხოვრებმა, წარმატებულმა კომპოზიტორმა კონსტანტინე მელაძემ დიმიტრი გორდონის შოუში, სააკაშვილის და ედუარდ შევარდნაძის მმართველობაზე ისაუბრა.
მელაძის განცხადებით, სააკაშვილის მმართველობისას, ქვეყანა განვითარდა.
“ეს ნამდვილი სასწაულია, რომელის წაშლას ბევრი ცდილობს და თვლის რომ დაუჯერებელი რაღაც ბლეფია, მაგრამ ბლეფი არ არის ის გზები, რომელიც გაშენდა, ის ინფრასტრუქტურა, კორუფციის ძალიან დაბალი დონე და მოწესრიგებული კურორტები… მსგავსი რამ საქართველოს მეზობელმა ქვეყნებმა ვერ შეძლეს… საქართველომ რაღაც სასწაულით, რამდენიმე წელიწადში ათწლეულების ნაბიჯები გადადგა წინ” – განცხადა კომპოზიტორმა.
კონსტანტინე მელაძემ ასევე გაიხსენა, შევარდნაძის დრო, როცა ვალერი და კონსტანტინე იძულებულები გახდნენ, მშობლები საცხოვრებლად რუსეთში.

,,თბილისში მაშინ პარკეტს შლიდნენ და ოთახებს ათბობდნენ. ასე ცხოვრობდნენ ინტელიგენტი, მხიარული და მომღერალი ქართველები. ჩვენ იძულებულნი გავხდით წაგვეყვანა მშობლები თბილისიდან მოსკოვში. ახლა კი – ეს აყვავებული ქვეყანაა” – აცხადებს კომპოზიტორი მელაძე.

რეიტინგი