მანჰეტენის ტერაქტზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო

მანჰეტენის ტერაქტზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღონიუ იორკში, მანჰეტენზე მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ISIS-იმ აიღო. „ისლამური სახელმწიფო“ ამტკიცებს, რომ თავდამსხმელი საიფულა საიპოვი მისი მებრძოლია. თუმცა, ამის დამამტკიცებელი ფაქტები არ მოჰყავს.

სამი დღის წინ ნიუ იორკში მომხდარ ტერაქტს 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 11 კი დაშავდა. თავდამსხმელი უზბეკეთის 29 წლის მოქალაქეა, რომელიც 7 წელია აშშ-ში ცხოვრობს.

ნიუპოსტი