მარგველაშვილი – “ვანო მერაბიშვილის შეწყალების საფუძველს ვერ ვხედავ”

მარგველაშვილი - "ვანო მერაბიშვილის შეწყალების საფუძველს ვერ ვხედავ"– მე დღეს ვანო მერაბიშვილის შეწყალების საფუძველი არ მაქვს, – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში შეკითხვას, შეიწყალებს თუ არა შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილს.
– ადამიანზე, როდესაც ციხეში ზის, ყოველთვის რთულია ნებისმიერი რამის თქმა. თუნდაც იმის, თქმა, რომ მე არ შეგიწყალებ, რაც არ უნდა პოლიტიკური თემა იყოს. მე საფუძველს, რომ ვანო მერაბიშვილი შევიწყალო, დღეს ვერ ვხედავ, – განაცხადა მარგველაშვილმა.
კითხვაზე, შეიწყალებს თუ არა ციანიდს საქმეზე დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მისთვის არავის მიუმართავს.

– არავის მოუმართავს ჩემთან. რომ მომმართონ, საქმეს განვიხილავ და მოგახსენებთ. ეს მამალაძის საქმე ცალკე თემაა. ერთი წელია, რაღაც გაუგებრობის კორიანტელში ვართ ყველანი. დაწყებული პირველი განცხადებებიდან, შემდეგ ამ პროცესის დახურვა, რამდენად თვითონ პიარულად დაუბალანსებელი იყო ამ თემაზე ინფორმაციის მოწოდება, რადგან ძალიან ხმამაღალი განცხადებები კეთდებოდა ძალიან მაღალი პოლიტკური ტრიბუნებიდან და მეორე მხარე თურმე იყო შეზღუდული პიარულად ადამიანის უფლება დაეცვა, – განაცხადა მარგველაშვილმა.

ინტერპრესნიუსი