მერკელმა მმართველი კოალიცია ვერ შექმნა – თავისუფალმა დემოკრატებმა და მწვანეებმა უარი უთხრეს

მერკელმა მმართველი კოალიცია ვერ შექმნა - თავისუფალმა დემოკრატებმა და მწვანეებმა უარი უთხრესმმართველი კოალიციის შექმნის საკითხზე 2-თვიანი მოლაპარაკებები ბერლინში უშედეგოდ დასრულდა. „თავისუფალმა დემოკრატებმ“ და „მწვანეთა პარტიამ“ კოალიციაში გაერთიანებაზე უარი განაცხადეს.

ექსპერტების შეფასებით, ვითარებიდან გამოსვლის რამდენიმე ვარიანტი არსებობს, თუმცა ამ ეტაპზე გერმანიაში შექმნილი მდგომარეობა ევროკავშირში მერკელის, როგორც ავტორიტეტის იმიჯს ასუსტებს. აღსანიშნავია, რომ გერმანიის კონსტიტუცია მმართველი კოალიციის შექმნის ვადას არ ზღუდავს, ამიტომ ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ მერკელმა კოალიციის შექმნაზე მოალაპარაკებები „თავისუფალ დემოკრატებთან“ ხელახლა გამართოს.

გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები 24 სექტემბერს ჩატარდა.

„ქრისტიანულ-დემოკრატიულმა კავშირმა“ და „ქრისტიან-სოციალურმა კავშირმა“ ამომრჩევლების ხმების 32,9% მიიღო.

გერმანიის „სოციალურ-დემოკრატიულმა პარტიამ“ ხმების 20,5% მიიღო, “თავისუფალ დემოკრატიულ პარტიას“ ამომრჩევლების 10,7%-მა დაუჭირა მხარი, ხოლო მემარჯვენეპოპულისტურმა „ალტერნატივა გერმანიისთვის” 12, 6% მიიღო.

„მემარცხენე პარტიამ“ ხმების 9,2 %, ხოლო პარტიამ „კავშირი-90-მწვანეები” 8,9% მიიღო. დანარჩენმა პარტიებმა საერთო ჯამში 5% მოიპოვეს.

იმედინიუსი