მეუფე იაკობი – აშშ ერთადერთი შემაკავებელი ფაქტორია, რომ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია არ მოხდეს

მეუფე იაკობი - აშშ ერთადერთი შემაკავებელი ფაქტორია, რომ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია არ მოხდესსაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი იერარქიის სასულიერო პირები ვაშინგტონში, საერთაშორისო კონფერენციაზე იმყოფებიან.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის შემადგენლობაშია პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობი, რომელმაც განაცხადა, რომ აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და მასთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია.

– მე ვფიქრობ და ჩვენი მოსახლეობის უმეტესობა ასე ფიქრობს, რომ ერთადერთი შემაკავებელი ფაქტორი, რომ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია არ მოხდეს, არის შეერთებული შტატები, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. ამიტომ მასთან ურთიერთობა არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ გვნახონ, ჩვენ გაგვიცნონ. ჩვენზე ახლა ათასი ჭორი თუ მართალი ითქმევა ხოლმე და მიგვაბამენ ხოლმე რაღაც სივრცეს, მაგრამ ყველამ იცოდეთ, რომ ქართული ეკლესია ყოველთვის იქნება იქ, სადაც სჭირდება საქართველოს, სადაც სჭირდება საქართველოს ტერიტორიის გამთლიანებას, – განაცხადა მეუფე იაკობმა “რუსთავი 2”-თან ინტერვიუში.

ნიუპოსტი