”მე დიქსიტის სამეფოს პირველი მეფე ვარ” – ინდოელმა თავი ეგვიპტესა და სუდანს შორის მიწის მეფედ გამოაცხადა

”მე დიქსიტის სამეფოს პირველი მეფე ვარ” - ინდოელმა თავი ეგვიპტესა და სუდანს შორის მიწის მეფედ გამოაცხადაინდოეთის მოქალაქემ სუიაშ დიქსიტმა საკუთარი თავი ბირ-თავილის მიწის მეფედ გამოაცხადა, რომელიც ეგვიპტესა და სუდანს შორის მდებარეობს. ტერიტორიის ფართობი 2.060 კვადრატული კილომეტრია.

– მე, სუიაშ დიქსიტი, ვაცხადებ საკუთარ თავს დიქსიტის სამეფოს პირველ მეფედ, შესაბამისად, მე სუიაშ I მეწოდა. ბირ-თავილი, მიწა, რომელიც არავის ეკუთვნის, დღეიდან ჩემია. მე ვფიცავ, რომ ვიზრუნებ ჩემი ქვეყნისთვის, ხალხისთვის და მიწისთვის, – განაცხადა დიქსიტმა.

ინდოელი ჰყვება, რომ ეგვიპტელების მიერ დაცული მარშრუტით მოგზაურობდა. იმის გამო, რომ ტერიტორიაზე ბევრი ტერორისტია, სამხედროებს გაფრთხილების გარეშე სროლის უფლება აქვთ. იმისათვის, რომ ეგვიპტის საზღვარი გადაელახა, მან უფლება სამხედროებს სთხოვა. ის გაუშვეს, თუმცა იმ პირობით, რომ საომარ ობიექტებზე ფოტოებს არ გადაიღებდა, დაბრუნდებოდა იმავე დღეს და დატოვებდა ყველა ძვირფას ნივთს.

ქვეყნების შორის სასაზღვრო ტერიტორიაზე მან “დიქსიტის სამეფოს” ორი დროშა დაარჭო – ერთიდან იწყება დედაქალაქი “სუიაშპური”, ხოლო მეორეთი მთავრდება “სამეფო”.

ახალმა მეფემ, მოქალაქეობის მისაღებად ვებგვერდიც შექმნა და მომავალში გაეროში მიმართვას აპირებს.

იმედინიუსი