ნაირა გელაშვილმა უჩა ნანუაშვილს ჯილდო დაუბრუნა

ნაირა გელაშვილმა უჩა ნანუაშვილს ჯილდო დაუბრუნამწერალმა ნაირა გელაშვილმა სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს „ტოლერანტობის ქომაგის“ ჯილდო დაუბრუნა.

გელაშვილის განცხადებით, მისი პროტესტი „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიასა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისთვის „ტოლერანტობის ქომაგის“ ჯილდოს გადაცემამ გამოიწვია.

– სახალხო დამცველის, მისი აპარატის იდეა არის ჩაგრულთა გვერდში დგომა, დაუცველთა დაცვა და არა მოძალადეების გვერდით დადგომა. მან „ნაციონალური მოძრაობის“ თავკაცებს, ბოროტმოქმედებს მიანიჭა „ტოლერანტობის ქომაგის“ წოდება და თანაც, 7 ნოემბრის 10 წლისთავზე, როდესაც ათი წლის წინ არნახული ხოცვა-ჟლეტა და დარბევა განახორციელა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ ადამიანების მონაწილეობით, ხოლო „რუსთავი 2“ ყოველთვის იყო ამ ბოროტების რუპორი და თანამოქმედი“, – აცხადებს ნაიარა გელაშვილი.

ნაირა გელაშვილმა უჩა ნანუაშვილს ჯილდო დაუბრუნარამდენიმე წლის წინ მწერალს, კავკასიურმა სახლმა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების მხარდაჭერისთვის „ტოლერანტობის ქომაგის“ წოდება გადასცა.

1tv