საფრანგეთში 46 წლის ქართველი მძღოლი 30 წლის ქართველის მკვლელობის გამო დააკავეს

საფრანგეთში 46 წლის ქართველი მძღოლი 30 წლის ქართველის მკვლელობის გამო დააკავესსაფრანგეთში თანამემამულის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქართველი დააკავეს. ინციდენტი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ბულონ-სულ-მერში მოხდა. ადგოლობრივი მედიის ცნობით, დაკავებული 46 წლის ქართველი მძღოლია, რომელსაც ბრალად 30 წლის თანამემამულის მკვლელობა ედება. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

გამოძიების ცნობით, მკველელობა პორტის ტერიტორიაზე მოხდა. ახალგაზრდა კაცი, რომელსაც დანით მიყენებული ჭრილობები აღმოაჩნდა, ქუჩაში იპოვეს. მომხდარის სხვა დეტალები უცნობია. თუმცა, როგორც მედიასაშუალბების ნაწილი წერს, ორ მამაკაცს შორის დაპირისპირება ღამის საათებში მოხდა.