სერენა უილიამსი და ალექსის ოგანიანი დაქორწინდნენ

სერენა უილიამსი და ალექსის ოგანიანი დაქორწინდნენსერენა უილიამსისა და ალექსის ოგანიანის ქორწილი, როგორც მოსალოდნელი იყო, საკმაოდ პომპეზური აღმოჩნდა. საზეიმო ცერემონიალი ნიუ-ორლეანში, თანამედროვე ხელოვნების ცენტრში შედგა.
ჩოგბურთელისა და “რედიტის” დამაარსებლის ქორწილის სტუმრებს შორის ათეულობით ცნობილი ადამიანი იყო, მათ შორის – კიმ კარდაშიანი, ევა ლონგორია ქმართან ერთად, ბიონსე, სიარა…

სერენა და ალექსისის შეეცადნენ, დღესასწაული რაც შეიძლება უხმაუროდ აღენიშნათ. პაპარაცებმა სტუმრების გადაღება მხოლოდ მისვლისას მოახერხეს, შენობაში შესვლა, უილიამსისა და ოგანიანის დაფიქსირება კი შეუძლებელი იყო.
წყვილს ქორწილზე გადაღებული სურათი, ჯერჯერობით, არც სოციალურ ქსელებში გაუვრცელებიათ.
საზეიმო წვეულებას მათი 2 თვის გოგონაც ესწრებოდა.

ამბები.გე