სერხიო რამოსი ოპერაციას არ გაიკეთებს

სერხიო რამოსი ოპერაციას არ გაიკეთებსმადრიდის რეალის მცველმა სერხიო რამოსმა ატლეტიკოსთან შეხვედრის დროს ცხვირის დაზიანება მიიღო. ატლეტიკოს ფეხბურთელთან ორთაბრძოლის დროს რამოსს ცხვირი გაუტეხეს და მას დროზე ადრე მოუწია მოედნის დატოვება.

ვარაუდობდნენ რომ სერხიოს ცხვირზე ოპერაცის დაჭირდებოდა, მაგრამ ტრავმა ასეთი სერიოზული არ გამოდგა და ოპერაცია საჭირო არ არის. რამოსი დაახლოებით ერთ კვირას დაისვენებს და უკვე ცნობილი გახდა რომ ის აპოელის წინააღმდეგ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს.

აპოელს მადრიდის რეალი სტუმრად, 21 ნოემბერს დაუპირისპირდება.