სერხიო რამოსს ნეიმარის რეალში ხილვა სურს

სერხიო რამოსს ნეიმარის რეალში ხილვა სურსმადრიდის რეალის ცენტრალურმა მცველმა სერხიო რამოსმა განაცხადა, რომ ის დიდი სიამოვნებით იხილავდა ნეიმარს რეალში. რამოსის თქმით ნეიმარი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და ასეთები რეალში უნდა თამაშობდნენ.

”ნეიმარის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის მიჭირდა და მიხარია, რომ ის ბარსელონადან წავიდა. არ ვიცი როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ ჩემი ნება რომ იყოს ნეიმარს აუცილებლად მოვიყვანდი რეალში. ის ჩვენს გუნდს ბევრ წარმატებას მოუტანდა”– განაცხადა სერხიო რამოსმა.

ნეიმარს რეალში გადასვლასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.