სოფო ნიჟარაძე საუკეთესო ქართველ შემსრულებლად დაასახელეს

სოფო ნიჟარაძე საუკეთესო ქართველ შემსრულებლად დაასახელესმომღერალი სოფო ნიჟარაძე გერმანიის ქალაქ ჰამბურგში გამართულ ბამას მუსიკალურ დაჯილდოებაზე სპეციალური პრიზით დაასაჩუქრეს.
აზიური ქვეყნების დაჯილდოებაზე, სადაც ევროპის ქვეყნების წარმომადგენლებიც მრავლად იყვნენ, სოფო ნიჟარაძემ საუკეთესო ქართველი შემსრულებლის ტიტული მოიპოვა.
მუსიკალურ დაჯილდოებაზე სოფო ნიჟარაძე თავის პროდიუსერთან სტეფანე მღებრიშვილთან ერთად ჩავიდა. კონკურსში საქართველო პირველად მონაწილეობდა და პირველივე მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა.
სოფო ნიჟარაძემ გერმანიიდან სოციალურ ქსელში თავისი გულშემატკივრებისთვის ჩართვაც გააკეთა და მათ აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა:
– დიდი მადლობა ჩემს მხარდამჭერებს, რომლებიც ხმას გვაძლევდნენ და მხარს მიჭერდნენ დიდი ხნის განმავლობაში.
25 ნოემბერს სოფო ნიჟარაძე ქართველ მსმენელს ბუდა ბარში შეხვდება, სადაც საკუთარი რეპერტუარიდან საუკეთესო ნაწარმოებებს შეასრულებს.