ტრამპი პუტინს არაფორმალურად გაესაუბრა

ტრამპი პუტინს არაფორმალურად გაესაუბრააშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტები აზია-წყნარი ოკეანეს ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე ერთმანეთს არაფორმალურ გარემოში გაესაუბრნენ. მათი გასაუბრება სამიტის მონაწილე ქვეყნების ლიდერების ერთობლივი ფოტოს გადაღებისას შედგა.
აღსანიშნავია, რომ რუსული მხარეს მტკიცებით, დღეს სამიტის ფარგლებში ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის პირისპირი შეხვედრა უნდა გამართულიყო.
თუმცა, აღნიშნული განცხადება ჯერ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ხოლო შემდეგ კი თეთრ სახლმა უარყო. თეთრი სახლის განცხადებით, შეხვედრა დონალდ ტრამპის სამუშაო გრაფიკის გამო გახდა შეუძლებელი.