უჩა ნანუაშვილი – ”გიგა ბოკერიასთვის „ტოლერანტობის ქომაგის” ჯილდო მე არ მიმიცია”

უჩა ნანუაშვილი - ”გიგა ბოკერიასთვის „ტოლერანტობის ქომაგის" ჯილდო მე არ მიმიცია”ომბუდსმენი უჩა ნანუაშვილი გიგა ბოკერიასთვის „ტოლერანტობის ქომაგის” პრიზის გადაცემის ფაქტთან კავშირს უარყოფს. სახალხო დამცველი „ევროპული საქართველოს” ლიდერისთვის „ტოლერანტობის ქომაგის” სიგელის გადაცემას განცხადებით გამოეხმაურა. უჩა ნანუაშვილი განმარტავს, რომ გადაწყვეტილება რელიგიური საბჭოს წევრთა უმეტესობის მიღებულია, რაშიც მას ჩარევის უფლება არ აქვს.

– ეს იყო საბჭოს გადაწყვეტილება და მე ჩარევის უფლება არ მაქვს. ჩემი პირადი აზრი არა მგონია ვინმესთვის საინტერესო იყოს. მე ვცადე შერჩევის პროცესი დამეხვეწა, არაობიექტურობა რომ გამორიცხულიყო და ნაწილობრივ გამოვიდა წინა წლებში, ანუ ჩემი გადაწყვეტილება რომ ყოფილიყო, სხვანაირი სია შედგებოდა, – აცხადებს ომბუდსმენი.

კავკასიური სახლის ხელმძღვანელმა, მწერალმა ნაირა გელაშვილმა ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის მიღებული ჯილდო სახალხო დამცველს უკან  დაუბრუნა. ამ ჟესტით მწერალმა იმავე ჯილდოს გიგა ბოკერიასთვის და ტელეკომპანია „რუსთავი-2“-სთვის გადაცემა გააპროტესტა.

იმედინიუსი