”ქართული ოცნება” ომბუდსმენის კანდიდატურის დასადგენად ოფისში შეიკრიბა

”ქართული ოცნება” ომბუდსმენის კანდიდატურის დასადგენად ოფისში შეიკრიბაუმრავლესობის წევრები, სახალხო დამცველის კანდიდატთან დაკავშირებით სამსჯელოდ, “ქართული ოცნების” ოფისში იკრიბებიან. შეხვედრამდე დეტალური განცხადებები ომბუდსმენობის კანდიდატთან დაკავშირებით არ კეთდება.

დეპუტატი გია ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ შესაძლოა მმართველი გუნდის საბოლოო არჩევანი დღესვე არ გახდეს ცნობილი და ამ საკითხზე კონსულტაციები გაგრძელდეს. ის ასევე არ გამორიცხავს, რომ ცალკეულმა ფრაქციებმა საკუთარი კანდიდატურები წამოაყენონ.

არასამთავრობოებისა და დეპუტატების ნაწილი სახალხო დამცველის პოსტზე მხარს ნინო ლომჯარიას უჭერს. სახალხო დამცველის პოსტზე საპარლამენტო უმრავლესობამ შესაძლოა ნინო ლომჯარიას კანდიდატურა დააყენოს.

სახალხო დამცველის თანამდებობაზე თამარ ქალდანის, სოფო ჯაფარიძის, ვახუშტი მენაბდის, სოფო ხორგუანის, ანა ნაცვლიშვილის კანდიდატურები განიხილება.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, სახალხო დამცველს პარლამენტი 5 წლით ირჩევს. უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილების ვადა 7 დეკემბერს ეწურება.

იმედინიუსი