ქუმსიშვილი – ლარის გაუფასურება ფეისბუქის პოსტების ბრალია

ქუმსიშვილი - ლარის გაუფასურება ფეისბუქის პოსტების ბრალიაფინანსთა მინისტრის შეფასებით, ქვეყანაში უარყოფითი მოლოდინების გაჩენის წყარო უარყოფით კომენტარები და Facebook-ზე გამოქვეყნებული უარყოფითი პოსტებია.
– ძალიან ბევრჯერ დაისვა კითხვა, თუ ვინ აჩენს უარყოფით მოლოდინებს ამ ქვეყანაში. პასუხი არის ძალიან მარტივი – მოდით ვნახოთ, ვინ აკეთებს უარყოფით კომენტარებს, ვინ დებს პოსტებს Facebook-ის გვერდზე. შესაბამისად, პასუხსაც ვნახავთ. არა მგონია სხვაგან მოვძებნოთ უარყოფითი მოლოდინების გაჩენის წყარო, რაც ძალიან სამწუხაროა, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
პარლამენტში 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა მიმდინარეობს. დოკუმენტი სესიაზე ფინანსთა მინისტრმა წარადგინა.

ინტერპრესნიუსი