ჩელსის მარკო ასენსიოს შეძენა სურს

ჩელსის მარკო ასენსიოს შეძენა სურსლონდონის ჩელსიმ მადრიდის რეალის ახალგაზრდა ფეხბურთელს მარკო ასენსიოს დაადგა თვალი და შესაძლოა მალე ასენსიო ლონდონში ვიხილოთ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ასენსიოს სურს ჩელსიში თამაში და უკმაყოფილოა იმით, რომ რეალში მას ძირითად შემადგენლობაში იშვიათად აყენებენ.

ჯერჯერობით ეს ინფორმაცია თვითონ ასენსიოს არ დაუდასტურებია, მაგრამ ჭორები მაინც გავრცელდა. მარკო ასენსიო ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ახალგაზრდა ფეხბურთელად ითვლება და წლევანდელ სეზონში მან უკვე რამდენიმე ლამაზი გოლი გაიტანა.