„ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობი საბა უგრეხელიძე 15-მა პირმა თბილისის ცენტრში ცემა

„ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობი საბა უგრეხელიძე 15-მა პირმა თბილისის ცენტრში ცემასერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობ საბა უგრეხელიძეს თავს დაესხნენ. მსახიობი სასტიკადაა ნაცემი. ამასთან, გულ-მკერდის არეში ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება.
საბა უგრეხელიძე ყვება, რომ ქალაქის ცენტრში თავზე 15 პირი დაესხა. მსახიობი არ გამორიცხავს, რომ ანგარიშსწორება ორგანიზებული იყო და სერიალში შესრულებულ როლს უკავშირდებოდეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებას გულისხმობს.

ნიუპოსტი