2017 წელს 3.097 უცხოელი საქართველოს მოქალაქე გახდა

2017 წელს 3.097 უცხოელი საქართველოს მოქალაქე გახდა2013 წლიდან 2017 წლამდე საქართველოში ბინადრობის ნებართვა 85.604-მა უცხოელმა მიიღო, მათგან 26.111-მა მუდმივი ბინადრობის, ხოლო 5.949- მა დროებითი ბინადრობის. ინფორმაციას BFM-ზე დაყრდნობით Commersant-ი ავრცელებს.

საქართველოს მოქალაქეობა კი, ბოლო 5 წლის მონაცემებით, 23.011-მა ადამიანმა მიიღო. ჯამში, 108.615-მა პიროვნებამ მიიღო ბინადრობის ნებართვა და მოქალაქეობა.

2017 წლის მონაცემებით, დროებითი ბინადრობის ნებართვა მოიპოვა 13.336 პირმა, მუდმივი ბინადრობის მოწმობა კი – 2.820-მა.

საქართველოს მოქალაქეობის მიღების ყველაზე დიდი მაჩვენებელი 2013 წელს დაფიქსირდა – 6.440 ადამიანი, ხოლო 2017 წლის 1 იანვრიდან 9 ოქტომბრამდე 3.097 უცხოელი საქართველოს მოქალაქე გახდა.

იმედინიუსი