50 ნაღმი ვლადიმერ პუტინის მარშრუტის გასწვრივ – რუსეთში სატელეფონო ტერორი გრძელდება

50 ნაღმი ვლადიმერ პუტინის მარშრუტის გასწვრივ - რუსეთში სატელეფონო ტერორი გრძელდებარუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შევიდა რამდენიმე ზარი, რომელთა თანახმადაც, სანკტ-პეტერბურგში ვლადიმერ პუტინის გადაადგილების მარშრუტის 60 ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული.

პესკოვის თქმით, არცერთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოჩენილი არ იყო.

– უშიშროების სამსახურებმა ყველაფერი გააკეთს ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად. ხულიგნების ამ გამოხტომას პრეზიდენტის გრაფიკზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია, – აცხადებს იგი.

11 სექტემბრიდან მოყოლებული რუსეთის 170 ქალაქში, 2460 ობიექტის დანაღმვის შესახებ შევიდა ინფორმაცია, რის შედაგადაც მილიონი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. არცერთი მათგანი დადასტურდა.