აჭარის სასწრაფო დახმარების სამსახური მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა

აჭარის სასწრაფო დახმარების სამსახური მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდააჭარის სასწრაფო დახმარების სამსახური მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” სასწრაფო დახმარების პრესსამსახურში განუცხადეს, ამ დროის მონაცემებით, სასტუმრო ”ლეო გრანდში” გაჩენილი ხანძრის შედეგად გარდაცვლილია ოთხი მოქალაქე, რომელთა ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.
დაშავებულია 10 ადამიანი, მათგან რვას კვამლისგან ინტოქსიკაცია აღენიშნება, ორ დაშავებულს კი სხეულის მცირედი დაზიანება აქვს. დაშავებულებს შორის არის სამაშველო სამსახურის ერთი თანამშრომელი. ისინი ბათუმის ოთხ სხვადასხვა კლინიკაში არიან მოთავსებულნი.
ბათუმში ამ დრომდე მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე ელოდებიან გურიის, სამეგრელოსა და იმერეთის სამაშველო ჯგუფებს.

ინტერპრესნიუსი