ბარსელონა ლუის სუარესის შემცვლელად ჰარი კეინს განიხილავს

ბარსელონა ლუის სუარესის შემცვლელად ჰარი კეინს განიხილავსბარსელონას ურუგვაელი ფორვარდი ლუის სუარესი წელს საკმაოდ ცუდ სეზონს ატარებს და შედეგიანიც არ არის. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბარსელონა უკვე ეძებს მის შემცვლელს, რომელიც სავარაუდოდ ლონდონის ტოტენჰემის თავდამსხმელი ჰარი კეინი იქნება.

სუარესისგან განსხვავებით კეინს წელს საოცარი სეზონი აქვს და ის თითქმის ყველა შეხვედრაში ახერხებს გოლის გატანას. ტოტენჰემი თავის ლიდერს ადვილად არ დათმობს და კეინის სატრანსფერო ფასი სავარაუდოდ 200 მილიონი ევრო იქნება. კეინის ყიდვა ბარსელონას მთავარ მეტოქეს მადრიდის რეალსაც სურს.