განხეთქილება “ქართულ ოცნებაში” – თამარ ჩუგოშვილი იცავს უჩა ნანუაშვილს, რომელსაც წულუკიანმა ყველაზე უსამართლო ომბუდსმენი უწოდა

განხეთქილება "ქართულ ოცნებაში" - თამარ ჩუგოშვილი იცავს უჩა ნანუაშვილს, რომელსაც წულუკიანმა ყველაზე უსამართლო ომბუდსმენი უწოდა– სახალხო დამცველი არის ბოლო, ვისაც მე გავაკრიტიკებ, რაც არ უნდა მოხდეს, რადგან გარკვეული პოზიცია მაქვს, თუ რას წარმოადგენს სახალხო დამცველის ინსტიტუტი ქვეყანაში, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-სპიკერმა, დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
თამარ ჩუგოშვილი გამოეხმაურა დისკუსიას, რომელიც უჩა ნანუაშვილთან დაკავშირებით მიმდინარეობს და აღნიშნა, რომ “ეს ყველაფერი სასიამოვნო სანახავი ნამდვილად არ არის”.
– ზოგადად მგონია, რომ ამ საკითხზე იმაზე მეტი კომენტარი გაკეთდა, ვიდრე უნდა გაკეთებულიყო. ეს ყველაფერი სასიამოვნო სანახავი ნამდვილად არ არის. მე თავს შევიკავებდი დამატებითი კომენტარისგან და მითუმეტეს, სახალხო დამცველის კრიტიკისგან. სახალხო დამცველი არის ბოლო, ვისაც მე გავაკრიტიკებ, რაც არ უნდა მოხდეს, რადგან გარკვეული წარმოდგენა და პოზიცია მაქვს იმასთან დაკავშირებით თუ რას წარმოადგენს სახალხო დამცველის ინსტიტუტი ქვეყანაში, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
რაც შეეხება უჩა ნანუაშვილის შემცვლელს, თამარ ჩუგოშვილის თქმით, მსჯელობა გრძელდება და იმედი გამოთქვა, რომ მმართველი გუნდი ერთიან კანდიდატურაზე მომავალ კვირაში ჩამოყალიბდება.

ინტერპრესნიუსი