გერმანელი ალპინისტი 5 დღე ავსტრიის მთების ნაპრალში თოკზე ეკიდა

გერმანელი ალპინისტი 5 დღე ავსტრიის მთების ნაპრალში თოკზე ეკიდაგერმანელი ალპინისტი 5 დღის განმავლობაში ავსტრიის მთებში, 30 მეტრის სიმაღლის ნაპრალში იყო ჩავარდნილი და თოკზე ეკიდა. ინფორმაციას გერმანული გამოცემა Bild-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, 45 წლის ალპინისტმა შვილს მესიჯი გაუგზავნა, რომელშიც წერდა, რომ ლაშქრობაში აპირებდა წასვლას და 3 დღეში დაბრუნდებოდა. თუმცა 3 დღის შემდეგ ის შვილს აღარ დაკონტაქტებია. გერმანიის პოლიციამ  მასზე ძებნა გამოაცხადა და ავსტრიელ კოლეგებსაც აცნობა.

რამდენიმე ხნის შემდეგ, თოვლით დაფარული მანქანა ალპებში, გოსაუს ტბასთან იპოვეს. ამასობაში ალპინისტმა მაშველებთან დარეკა და მათ ადგილსამყოფელი შეატყობინა.

მაშველებმა კაცი საავადმყოფოში გამოკვლევებისთვის გადაიყვანეს.

იმედინიუსი