კახა კალაძე – ”არ მაინტერესებს, ”სითი პარკი” რას ფიქრობს”

კახა კალაძე - ”არ მაინტერესებს, ”სითი პარკი” რას ფიქრობს”დედაქალაქის არჩეულმა მერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „სითი პარკის“ საქმიანობის სამართლებრივი მხარე შესწავლილი იქნება.

აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ „სითი პარკის“ წარმომადგენლების განცხადების საპასუხოდ გააკეთა, რომლებმაც განაცხადეს, რომ ახალი მერი შეცდომაშია შეყვანილი და სამართლებრივი კუთხით მათი საქმიანობა არა ერთხელ იქნა შესწავლილი.

– სიახლე მე არაფერი მითქვამს, ამას ვამბობდი წინასაარჩევნოდ და ვიმეორებ ახლაც, შესაბამისად იქნება სამართლებრივი გზით მიდგომები, – განაცხადა კალაძემ.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ „სითი პარკის“ წარმომადგენლების მოსაზრებით აუცილებელია დედაქალაქის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა კალაძემ უპასუხა:

– არ მაინტერესებს, რას ფიქრობენ ისინი.

ნიუპოსტი