მაგთიმ ტელევიზიის პაკეტი გააძვირა

მაგთიმ ტელევიზიის პაკეტის ფასი გაზარდა.
მაგთიმ ტელევიზიის პაკეტი გააძვირაკომპანიამ აბონენტებს ახალი ფასის შესახებ უკვე აცნობა.
“6 ქართული ტელეარხის, – რუსთავი 2, კომედი არხი, მარაო, იმედი, მაესტრო, GDS – ერთობლივი მოთხოვნით არხების რეტრანსლირება ტრანზიტორი ოპერატორებისთვის ხდება ფასიანი. ამის გამო მაგთიკომი იძულებულია 1-ლი დეკემბრიდან გაზარდოს ტელევიზიის პაკეტის ფასი 2 ლარით, ყველა გადასახადის ჩათვლით. ტარიფის ცვლილება ეხება მაგთიკომის ტელევიზიის ყველა აბონენტს„, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 6 ტელეარხი, მათ შორის “იმედი”, “რუსთავი 2” და “მაესტრო”, საკუთარი არხების რეტრანსილირებისთვის საკაბელო ოპერატორებს თანხას სთხოვენ, რასაც ავტორზებული პირების ნაწილი არ ეთანხმება. აღნიშნული არხები კომპანია Media Rights Georgia-ში გაერთიანდნენ.
ბიზნესმედია