მარიამ კუკუნაშვილი: “ქართული მარშის” ლიდერები ჰომოსექსუალებთან მეგობრობენ“

მარიამ კუკუნაშვილი: "ქართული მარშის" ლიდერები ჰომოსექსუალებთან მეგობრობენ“კლინიკა „ნიუ ლაიფის“ დანფუძნებელმა მარიამ კუკუნაშვილმა “იბერიის“ ეთერში განაცხადა, რომ “ქართული მარშის” ლიდერები ჰომოსექსუალებთან მეგობრობენ“. გადაცემის დასრულების შემდეგ კი სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა:

– აბა, ჰომოფობებო თუ ძალით ჰომოფობებო, მე ზეგ მექსიკაში მივფრინავ. მანამდე ზეზღურბლოვანი გამღიზიანებლების ერთი დოზაც „გავიჩხიროთ“ და ვამტკიცოთ, რომ დედამიწა ოთხკუთხედია და არა მრგვალი, რომ გრავიტაცია არ არსებობს, ამიტომ, კი არ დავდივართ, უწონადობაში დავლივლივებთ… სანამ „ატხადნიაკიდან“ გამოხვალთ, მე დავბრუნდები და მერე რამე ახალი შოუ მოვაწყოთ.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ კუკუნაშვილის ინტერვიუმ, რომელშიც იგი აცხადებს, რომ თუ მისი შვილი ჰომოსექსუალი იქნება, მას თავის დამკვიდრებაში ხელს შეუწყობს და ზარ-ზეიმით ქორწილსაც გადაუხდის, საზოგადოების გარკვეულ  ნაწილში დიდი რეზონანსი გამოიწვია. 

Mediamall.ge