მარიო ვარგას ლიოსა – ქალაქი და ძაღლები

მარიო ვარგას ლიოსა - ქალაქი და ძაღლები15 ნოემბრიდან ჟურნალ ”სარკესთან” ერთად იყიდება მარიო ვარგას ლიოსას რომანი ”ქალაქი და ძაღლები”

ფასი ჟურნალთან ერთად 17 ლარი

ქალაქი და ძაღლები პერუელი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის – მარიო ვარგას ლიოსას პირველი რომანია. წიგნი 1963 წელს გამოიცა. რომანში აღწერილია ლეონსიო პრადოს სამხედრო სასწავლებლის კადეტების სასტიკი და წინააღმდეგობებით სავსე ყოფა.
ქალაქი და ძაღლები დიდწილად მწერლის პირადი გამოცდილების ნაყოფია, რადგან ლიოსა თავადაც ამ სასწავლებლის მოსწავლე იყო. რომანმა გამოქვეყნებისთანავე მიიქცია მკითხველის ყურადღება არა მარტო მაღალი მხატვრული ღირებულებით, არამედ ძალადობრივი სისტემის მხილებით, რის გამოც ქალაქი და ძაღლები პერუში აკრძალული წიგნების სიაში აღმოჩნდა. ლეონსიო პრადოს სამხედრო სასწავლებლის ხელმძღვანელობამ ქალაქი და ძაღლები პერუს წინააღმდეგ მიმართულ პროპაგანდად მიიჩნია და წიგნის დიდი ტირაჟი დაწვა.
მარიო ვარგას ლიოსას ქალაქი და ძაღლები ის რომანია, რომელმაც საფუძველი დაუდო ლიტერატურის განახლებას პერუში და ლათინოამერიკული მწერლობის ბუმს მსოფლიოში.