მღვდლების ვერტმფრენში აყვანის გამო შსს-ს მაღალჩინოსანი დაითხოვეს

მღვდლების ვერტმფრენში აყვანის გამო შსს-ს მაღალჩინოსანი დაითხოვესყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლების შილდის, გრემის, ენისელის, ალმატის და საბუეს სკოლებში გრემის მონასტრის სასულიერო პირებმა ბავშვები ვერტმფრენიდან აკურთხეს და კანფეტები ჩაუყარეს.

როგორც აღმოჩნდა ვერტმფრენი, რომელშიც სასულიერო პირები იმყოფებოდნენ, სასაზღვრო პოლიციიას ეკუთვნოდა.

როგორც “ნიუპოსტს” შს სამინისტროში უთხრეს, მომხდარ ფაქტზე უწყევის გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო.

“მიმდინარე წლის 15 ნოემბერს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენით კახეთის რეგიონის სოფელ ენისელის მიმართულებით გახორციელებული სავარჯიშო ფრენების დროს მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო.

მომხდარი ფაქტის გამო, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელს შეუწყდა სამსახურებრივი უფლებამოსილება”- აცხადებენ შს სამინისტროში.